Monday, January 10, 2011

რობი კუხიანიძე და დერვიშები - სულიკო გამოდი!

<object id="flowplayer" width="452" height="380" data="http://embed.myvideo.ge/flv_player/external_player.swf" type="application/x-shockwave-flash"><param name="flashvars" value="config=http://embed.myvideo.ge/flv_player/flowconfig.php?video_id=1179940.mp4" /><param name="movie" value="http://embed.myvideo.ge/flv_player/external_player.swf" /><param name="allowfullscreen" value="true" /></object>

Sunday, January 2, 2011

დერვიშები საახალწლო კონცერტზე




და აი დადგა ახალი 2011 წელი და ჩამოკრა საათმა 12-ს, ზოგმა არა საათს არამედ სხვა რაღაცას ჩამოკრა : )) პრინციპში ვერც ბრალს დადებ... როცა ადამიანს უნდა მაშინ ჩამოკრავს. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რომ მეც ამ პოსტის წერისას ჩამოკრული მქონდა, მაგრამ ეხლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ ახალი წლის ღამეს თავისუფლების მოედანზე საახალწლო კონცერტზე დასაწრებად ბევრი ხალხი მივიდა (ცოტა ბანალური ტექსტია). სცენაზე გამოვიდნენ ე.წ. ქართველი ფეისები :D ისინი ერთმანეთს ცვლიდნენ და ხალხიც სინდისის გამო ტაშს უკრავდა. 2011 წელი უკვე ინტრიგულად და საინტერესოდ დაიწყო ... რატომ? იმიტომ რომ თიკომ პირდაპირ ეთერში იზასავა. მაგრამ კიდევ იყო ერთი ინტრიგა :))) დერვიშების სცენაზე გამოსვლა... 4 ბიჭი, 1 ბაჭია და 1 ჩოხოსანი გოგონა... უკვე საინტერესოა ხოო? : )) ისე ბევრს მოეწონა და myvideo.ge-ზერეიტინგით ლიდერია მათი გამოსვლა : ))) სამწუხაროდ აიკრძალა ფრაზა- "ვიტყნაუროდ ყველამ", მაგრამ ამ აკრძალვას პრობლემა არ შეუქმნია მათთვის, ვისაც ტყნაური უნდოდა. მეც წავედი კონცერტიდან და ვიტყნაურე : )) იმედია თქვენც... თუ არ გიტყნაურიათ დროს ნუ დაკარგავთ : ))) აბა წარმატებები.

Tuesday, December 14, 2010

31 დეკემბერს, 4 დერვიში თუ 5 დერვიში?



როგორც მოგეხსენებათ ჩვენმა ბლოგმა განაახლა მუშაობა და დღეს FACEBOOK-ზე შესვლისას, როდესაც დავინახე მწვანედ განათებული "დერვიშელი"-რეზო, გადავწყვიტე რამდენიმე კითხვა დამესვა მისთვის და აი თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი საუბარი.



-გამარჯობა რეზო. როგორც გავიგეთ ახალი წლის ღამეს "თავისუფლების მოედანზე" შედგება დერვიშების პირველი ცოცხალი გამოსვლა. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

-კი, დერვიშების ამოსვლა მართლაც შედგება

-ეს შემოთავაზება კულტურის სამინისტროსგან მიიღეთ?

-მე არავისგან შემოთავაზება არ მიმიღია, უბრალოდ დაახლოებით ვიცი რაც ხდება.

-ის თუ მაინც იცით იქნებით თუ არა კვლავ ჯგუფის შემადგენლობაში?

-ჯერჯერობით არ შემიძლია ამის დაზუსტებით თქმა. ეს საკითხი კითხვისნიშნის ქვეშ დგას.

სულ ეს იყო ჩვენი საუბარი. არ დაგავიწყდეთ- 31 დეკემბერს, "ვიტყნაუროთ ყველამ" დერვიშებთან ერთად... კარგად დაიმახსოვრეთ- 31 დეკემბერი!!!

Monday, December 13, 2010

საიტის ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ წელს!!!

                     

მიუხედავად იმისა რომ ბლოგს არ ყავს ბევრი მომხმარებელი, ჩვენ გადავწყვიტეთ არ მივცეთ ჩვენს თავს საშუალება მოდუნების და განვაახლოთ საიტი და დავიწყოთ იმ სიახლეების შემოთავაზება რაც "დერვიშების" გარშემო ხდება. როგორც უკვე გაიგეთ "დერვიშები" საახალწლო კონცერტზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე ახალი წლის ღამეს გაიმართება წარსდგებიან სიმღერით. ეს იმასაც ნიშნავს რომ ახალი წელი ახლოვდება და ჩვენც გილოცავთ დამდეგ 2011 წელს : )) P.S-მე არ ვარ არც დერვიში და არც მათი მეგობარი, მე ეს ჯგუფი უბრალოდ მომწონს და ასე გამოვხატავ ჩემს მოწონებას. ეს არა მათი ოფიციალური გვერდი : ))

ყველანი "დერვიშულ" კონცერტზე!!!


სიურპრიზი ”დერვიშების” ყველა მეგობარს - 31 დეკემბრიდან 1 იანვრის ღამეს თავისუფლების მოედანზე, საახალწლო კონცერტზე - ”დერვიშების” პირველი ცოცხალი გამოსვლა ... გელოდებით!!!