Tuesday, December 14, 2010

31 დეკემბერს, 4 დერვიში თუ 5 დერვიში?



როგორც მოგეხსენებათ ჩვენმა ბლოგმა განაახლა მუშაობა და დღეს FACEBOOK-ზე შესვლისას, როდესაც დავინახე მწვანედ განათებული "დერვიშელი"-რეზო, გადავწყვიტე რამდენიმე კითხვა დამესვა მისთვის და აი თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი საუბარი.



-გამარჯობა რეზო. როგორც გავიგეთ ახალი წლის ღამეს "თავისუფლების მოედანზე" შედგება დერვიშების პირველი ცოცხალი გამოსვლა. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

-კი, დერვიშების ამოსვლა მართლაც შედგება

-ეს შემოთავაზება კულტურის სამინისტროსგან მიიღეთ?

-მე არავისგან შემოთავაზება არ მიმიღია, უბრალოდ დაახლოებით ვიცი რაც ხდება.

-ის თუ მაინც იცით იქნებით თუ არა კვლავ ჯგუფის შემადგენლობაში?

-ჯერჯერობით არ შემიძლია ამის დაზუსტებით თქმა. ეს საკითხი კითხვისნიშნის ქვეშ დგას.

სულ ეს იყო ჩვენი საუბარი. არ დაგავიწყდეთ- 31 დეკემბერს, "ვიტყნაუროთ ყველამ" დერვიშებთან ერთად... კარგად დაიმახსოვრეთ- 31 დეკემბერი!!!

No comments:

Post a Comment